კლუბის იდეა და მიზანი

                                  ეკოკლუბის  შექმნის მიზანი

1)  გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება  მოსწავლეებში.
2)ბუნებაზე ზრუნვის, მოფრთხილების, დაცვის  უნარის განვითარება.
3) ბუნებისმოყვარული მოსწავლეების აღმოჩენა და მათი ჩართვა სხვადასხვა  პროექტებში.
4)ჩაატაროს გარემოსდაცვითი ღონისძიებები ადგილობრივი თემის სასარგებლოდ.
5) ცხოვრების ჯანსაღი წესის პროპაგანდა.


                        ეკოკლუბის  შექმნის იდეა
         ეკოკლუბის შექმნის იდეა  გაჩნდა მესამეკლასელ მოსწავლეებში,   როდესაც  ბუნების გაკვეთილზე  თემატურად შევეხეთ ამ საკითხებს. მათ გამოთქვეს სურვილი  პრაქტიკულად უფრო მეტი რამ გაეკეთებინათ გარემოს  დაცვის კუთხით, რის საშუალებასაც არ იძლევა  საგაკვეთილო დრო.  გაჩნდა იდეა კლუბის შექმნის  და განხორციელდა კიდეც.
ეკოკლუბის   დაარსება, აქტუალურია იმიტომ,  რომ ესგ -ის  თანახმად,  ამ ასაკის მოსწავლეებში დროულად მიმაჩნია ეკოლოგიური წიგნიერების განვითარებაზე ზრუნვა. აქტივობების განხორციელების დროს მათ დასჭირდებათ  შესაბამისი ლიტერატურის გაცნობა, კონტაქტი ექნებათ ბუნებასთან, გაუღვივდებათ  ბუნების სიყვარული.   ყველაფერი ეს ხელს შეუწყობს  ღირსეული მოქალაქეების აღზრდას, რომელთაც ჩამოყალიბებული ექნებათ საკუთარი დამოკიდებულებები   ბუნების დაცვის საკითხებზე.

No comments:

Post a Comment